Skip to main content
XParagliding
ვერიფიცირებული

XParagliding

საქართველოშეაფასე პირველმა

XParagliding არის მსოფლიოში პირველი ციფრული პარაგლაიდინგის მარკეტფლეისი და საქართველოს წამყვანი პარაგლაიდინგის კომპანია — ერთიანი პლატფორმა, რომელიც აკავშირებს მომხმარებლებს სერტიფიცირებულ პარტნიორ პილოტებთან, სასწავლო ორგანიზაციებთან და უზრუნველყოფს პირდაპირ ჯავშნებსა და სერვისებს. ვინ ვართ XParagliding არის მსოფლიოში პირველი ციფრული პარაგლაიდინგის მარკეტფლეისი, რომელიც აერთიანებს საქართველოს საუკეთესო პარტნიორ პილოტებსა და სასწავლო ორგანიზაციებს ერთ სივრცეში. როგორც კომპანია, ჩვენ პირდაპირ ვიღებთ ჯავშნებს და ვუწევთ კონკურენციას სხვა ოპერატორებს — ვთავაზობთ ტანდემ ფრენებს, დამატებით სერვისებს და სრულ მომსახურებას. როგორც მარკეტფლეისი, ჩვენი პლატფორმა აძლევს მომხმარებლებს საშუალებას შეადარონ პილოტები, კომპანიები, ფასები და ლოკაციები, დაჯავშნონ ფრენები და ისარგებლონ სრული ციფრული ასორტიმენტით — ტესტებით, თეორიული მასალებით და კურსებით პარტნიორი ორგანიზაციების ბაზაზე. ფრენები და ჯავშნები ტანდემ ფრენები — ჩვენი სერტიფიცირებული პარტნიორი პილოტებით საქართველოს საუკეთესო ლოკაციებზე. ყოველი ფრენა იზღვება სადაზღვევო პოლისით. პირდაპირი ჯავშანი პლატფორმის მეშვეობით. SIV ტრენინგი — პარტნიორი ორგანიზაციების მიერ უსაფრთხო გარემოში, წყალზე, სამაშველო გუნდის თანხლებით. XC (Cross-Country) — შორ-მანძილიანი ფრენები პარტნიორ პილოტებთან ერთად. აკრობატიკა (Acro) — მოწინავე მანევრების შესწავლა სერტიფიცირებულ ინსტრუქტორებთან. სასწავლო კურსები და ციფრული ასორტიმენტი ვთანამშრომლობთ სერტიფიცირებულ სასწავლო ორგანიზაციებთან, რომლებიც გთავაზობთ სრულ გადამზადებას APPI/IPPI საერთაშორისო სტანდარტებით. პლატფორმაზე ხელმისაწვდომია ტესტები, თეორიული მასალები და კურსების სრული ასორტიმენტი (P1-P5). დამატებითი სერვისები ტრანსპორტირება — გადაყვანა აფრენის ლოკაციაზე და უკან. ფოტო და ვიდეო გადაღება — პროფესიონალური გადაღება ფრენის დროს. დრონით გადაღება — საჰაერო ვიდეო და ფოტო მასალა. Paragliding Trip ორგანიზება — სრული თავგადასავლის დაგეგმვა და ორგანიზება. მრავალენოვანი მომსახურება — ქართული, ინგლისური, რუსული, გერმანული, თურქული, არაბული. რატომ XParagliding მსოფლიოში პირველი ციფრული პარაგლაიდინგის მარკეტფლეისი პირდაპირი ჯავშნები და სრული მომსახურება სერტიფიცირებული პარტნიორი პილოტები და სასწავლო ორგანიზაციები სრული ციფრული ასორტიმენტი — ტესტები, თეორია, კურსები ყოველი ფრენა დაზღვეულია EN-ტესტირებული აღჭურვილობა დამატებითი სერვისების ფართო არჩევანი შეადარეთ პილოტები, კომპანიები, ფასები და ლოკაციები ერთ სივრცეში

XParagliding

XParagliding

დაჯავშნე ფრენა
1წელი
3პილოტები
კომპანიის ინფორმაცია

ძირითადი მონაცემები

3
პილოტები

სერტიფიცირებული პილოტი

2,025
დაარსდა

წლიდან აქტიური

საქართველო
ქვეყანა

ოპერირების რეგიონი

5
ლოკაციები

საფრენი ადგილი

პილოტები3
ნოდარ ბეროშვილი
აქტიური

ნოდარ ბეროშვილი

ნოდარ ბეროშვილი – პარაპლანის პილოტი - (ტანდემ) ინსტრუქტორი როგორ დაიწყო ყველაფერი: პირველი ნაბიჯები პარაპლაგლაიდინგში ნოდარ ბეროშვილმა პარაპლანით ფრენის ხელოვნება 2016 წელს აღმოაჩინა. მისი პირველი ნაბიჯები პარაგლაიდინში იწყება ლაშა ჯაფავას გაცნობითა და საქართველოს პარაგლაიდინგის ფედერაციასთან დაკავშირებით დაიწყო. სწორედ ფედერაციის ბაზაზე, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე შეისწავლა ფრენის საფუძვლები. - კვალიფიკაცია და უსაფრთხოების საერთაშორისო კურსები: საბაზისო და საშუალო (Intermediate) საფეხურის კურსების წარმატებით გავლის შემდეგ, ნოდარმა აქცენტი პროფესიულ განვითარებასა და უსაფრთხოების უმაღლეს სტანდარტებზე გააკეთა: 2017–2018 წლები: ის ორჯერ ეტუმრა თურქეთის მსოფლიო დონის საფრენი ლოკაციას – ქალაქი ოლუდენიზს, სადაც ორჯერვე წარმატებით გაიარა უსაფრთხოების სრული და ექსტრემალური კურსი (SIV – Simulation d'Incident en Vol). 2019 წლიდან ნოდარ ბეროშვილი არის ერთ-ერთი მთავარი აქტივისტი, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ,,პარაგლაიდინგის განვითარების და პოპულარიზაციის ასოციაციის - Xcaucasus " ჩამოყალიბებაში 2024 წლის გადამზადება და საერთაშორისო ლიცენზია: ნოდარ ბეროშვილი მუდმივად ზრუნავს კვალიფიკაციის ამაღლებაზე. 2024 წელს მან გაიარა ტანდემ პარაგლაიდინგის სპეციალური გადამზადების კურსი, რომელიც ორგანიზებული იყო საქართველოში პარაგლაიდინგის ფედერაციის მიერ. კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, მას მიენიჭა საქართველოს პარაგაიდინის ფედერაციის ტანდემ პილოტის ლიცენზია. 2026 წელს კი საქართველოს პარაგაიდინგის ფედერაცია FAI-ს (საერთაშორისო საავიაციო ფედერაციის) წევრი გახდა და შესაბამისად ცდილობს საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას საქართველოში. პროფესიული საქმიანობა და კომერციული ფრენები საერთაშორისო გამოცდილებისა და ოფიციალური აღიარების მიღების შემდეგ, ნოდარი აქტიურ საინსტრუქტორო მოღვაწეობას ეწევა. ის ზამთრის და ზაფხულის პერიოდში გუდაურში ტანდემ პარაპლანის ინსტრუქტორად მუშაობს. მას შემდეგ ის აქტიურად და წარმატებით ოპერირებს საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა კომერციულ საფრენ ლოკაციაზე. მისი გეოგრაფია საკმაოდ ვრცელია: გუდაური – ძირითადი და მუდმივი საფრენი ლოკაცია (განსაკუთრებით ზამთრის და ზაფხულის სეზონზე). აჭარა (2020-2021 წლები): აქტიურად მუშაობდა ბათუმის შემოგარენში, კერძოდ, გონიოსა და კვარიათის საზღვაო საფრენ ზონებში. სვანეთი: მესტია და თეთნულდი. აღმოსავლეთ საქართველო: თბილისი, რუსთავი და კახეთის სხვადასხვა ულამაზესი საფრენი ლოკაცია. დღეისათვის ნოდარ ბეროშვილი არის გამოცდილი, საერთაშორისო სტანდარტებით სერტიფიცირებული და მაღალი კვალიფიკაციის მქონე ტანდემ პილოტი, რომელიც მგზავრებს საქართველოს ყველაზე ექსტრემალურ და ულამაზეს წერტილებში სრულად უსაფრთხო და დაუვიწყარ ფრენებს სთავაზობს.

9
8,000+
GE, EN, DE +1
პროფილის ნახვა
თორნიკე ზაქაიძე
აქტიური

თორნიკე ზაქაიძე

თორნიკე ზაქაიძემ პარაპლანით ფრენის ხელოვნება 2018 წელს დაიწყო. მისი პირველი ნაბიჯები პარაგლაიდინგში გუდაურში პარაგლაიდინგის განვითარებას უკავშირდება და სწორედ გუდაურში აისხა პირველად ფრთები, როგორც ერთერთმა ადგილობრივმა მოწინავე პილოტმა. კვალიფიკაცია და უსაფრთხოების საერთაშორისო კურსები გუდაურში პროფესიონალ და გამოცდილ კოლუმბიელ ინსტრუქტორებთნ საბაზისო (Basic), საშუალო (Intermediate) და მოწინავე (Advance) საფეხურის კურსების წარმატებით გავლის შემდეგ, თორნიკემ აქცენტი პროფესიულ განვითარებასა და უსაფრთხოების უმაღლეს სტანდარტებზე გააკეთა, რისთვისაც გაიარა უსაფრთხოების სპეციალური კურსი (SIV). 2019 წლიდან თორნიკე ზაქაიძე არის ერთ-ერთი მთავარი აქტივისტი, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა „პარაგლაიდინგის განვითარების და პოპულარიზაციის ასოციაცია – Xcaucasus“-ის ჩამოყალიბებაში. 2024 წლის გადამზადება და საერთაშორისო ლიცენზია თორნიკე ზაქაიძე მუდმივად ზრუნავს კვალიფიკაციის ამაღლებაზე. 2024 წელს მან გაიარა ტანდემ პარაგლაიდინგის სპეციალური გადამზადების კურსი, რომელიც ორგანიზებული იყო საქართველოში პარაგლაიდინგის ფედერაციის მიერ. კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, მას მიენიჭა საქართველოს პარაგაიდინის ფედერაციის ტანდემ პილოტის ლიცენზია. 2026 წელს კი საქართველოს პარაგაიდინგის ფედერაცია FAI-ს (საერთაშორისო საავიაციო ფედერაციის) წევრი გახდა და შესაბამისად ცდილობს საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას საქართველოში პროფესიული საქმიანობა და კომერციული ფრენები საერთაშორისო გამოცდილებისა და ოფიციალური აღიარების მიღების შემდეგ, თორნიკე აქტიურ საინსტრუქტორო მოღვაწეობას ეწევა. ის ფლობს მრავალწლიან გამოცდილებას საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა კომერციულ საფრენ ლოკაციაზე: მისი ძირითადი და მუდმივი საფრენი ლოკაცია გუდაურიაა, როგორც ადგილობრივ მოწინავე პილოტის (განსაკუთრებით ზამთრისა და ზაფხულის სეზონზე). თორნიკეს განხორციელებული აქვს 10 000-ზე მეტი სოლო და 6 000-ზე მეტი ტანდემ ფრენა. 2020-2021 წლებში აქტიურად დაფრინავდა ბათუმის შემოგარენში, კერძოდ, გონიოსა და კვარიათის ზღვისპირა პარაპლანით საფრენ ზონებში, ასევე თბილისში, რუსთავსა თუ კახეთის ულამაზესი საფრენი ლოკაციებზე. დღეისათვის თორნიკე ზაქაიძე არის გამოცდილი, საერთაშორისო სტანდარტებით სერტიფიცირებული და მაღალი კვალიფიკაციის მქონე ტანდემ პილოტი, რომელიც მგზავრებს საქართველოს ყველაზე ექსტრემალურ და ულამაზეს წერტილებში სრულად უსაფრთხო და დაუვიწყარ ფრენებს სთავაზობს.

8
6,000+
GE, EN, RU
პროფილის ნახვა
ლაშა ჯაფავა
აქტიური

ლაშა ჯაფავა

ლაშა ჯაფავას პარაგლაიდინგის გზა 2006 წელს დაიწყო. მისი პროფესიული კარიერა 2014 წელს გუდაურში, ინსტრუქტორ ანატოლი მიხაილუტასთან გავლილი ინტენსიური სწავლებით გამყარდა. საკუთარი უნარების დასახვეწად მან საფრანგეთში (ანესი, შამონი) გაიარა პრაქტიკული ვარჯიშები, ხოლო თურქეთში ორჯერ დაასრულა SIV (უსაფრთხოების) კურსები, რაც მის ტექნიკურ მომზადებას საფუძვლიან ბაზას უქმნის. პროფესიული საქმიანობა და მიღწევები 2017 წლიდან ლაშა აქტიურად მოღვაწეობს ტანდემ-ინსტრუქტორად გუდაურში. გარდა პრაქტიკული ფრენებისა, მან საფუძველი ჩაუყარა ახალგაზრდა პილოტების მომზადების პროგრამას, რითაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს პარაგლაიდინგის, როგორც სპორტისა და მდგრადი ბიზნესის განვითარებაში. ინსტიტუციური განვითარება: 2018 წელს იყო „საქართველოს პარაპლანით ფრენის ეროვნული ფედერაციის“ თანადამფუძნებელი. 2019 წელს დააარსა „Xcaucasus“ — პარაგლაიდინგის განვითარებისა და პოპულარიზაციის ჰაბი, რომელიც 2025 წელს ეროვნული ასოციაციის ჩამოყალიბების მყარი საფუძველი გახდა. ინფრასტრუქტურული პროექტები: USAID-ისა და სააგენტო „აწარმოე საქართველოს“ მხარდაჭერით, მან წარმატებით აღმოაჩინა და აითვისა ფრენის ახალი ლოკაციები: რუსთავი, თეთნულდი, გონიო და კვარიათი. ამ პროექტების ფარგლებში ლაშა აქტიურად ასწავლიდა ადგილობრივ ახალგაზრდებს, რითაც ხელი შეუწყო რეგიონებში დარგის პოპულარიზაციას. დღეისთვის ეს ადგილები სასიცოცხლო მნიშვნელობისაა როგორც კომერციული ტურიზმისთვის, ისე პროფესიული ტრენინგებისთვის. უსაფრთხოებისა და სტანდარტების დანერგვა: ლაშა აქტიურად თანამშრომლობს სახელმწიფო უწყებებთან პარაგლაიდინგის უსაფრთხოების რეგულაციებისა და ლიცენზირების სისტემის შესამუშავებლად. იგი მუშაობს სფეროსთვის აუცილებელ სახელმძღვანელოზე და უკვე წარდგენილი აქვს სასწავლო სილაბუსი უწყებრივი აკრედიტაციის მისაღებად. გამოცდილება და სამომავლო ხედვა ლაშას პროფესიონალიზმს ადასტურებს 2017-2022 წლებში საშუალოდ 300 საფრენი საათი და 120 კმ-იანი მარშრუტული (cross-country) ფრენის გამოცდილება. მისი შემდეგი სტრატეგიული მიზანია პარაგლაიდინგის განვითარება საქართველოში, როგორც პროფესიული კომერციული საქმიანობის, ისე სპორტული და სამოყვარულო მიმართულებით. ლაშა ჯაფავას მთავარი მისიაა ადგილობრივი პილოტების გაძლიერება, რათა მათ შეძლონ დარგის ლიდერებად ჩამოყალიბება და საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრება საქართველოში.

11
6,000+
GE, EN, RU +1
პროფილის ნახვა
შეფასება
ვერიფიცირებული

შეფასების დატოვება შეუძლიათ მხოლოდ იმ მომხმარებლებს, რომლებმაც წარმატებით განახორციელეს ფრენა. კომპანიის რეიტინგი გამომდინარეობს მისი პილოტების შეფასებებიდან.

ჯერ არ არის შეფასებები.