Skip to main content
ნოდარ ბეროშვილი
ვერიფიცირებული პილოტი

ნოდარ ბეროშვილი

9წელი8,000ტანდემ
ფრენის დაჯავშნა
პილოტის ინფორმაცია

ძირითადი მონაცემები

9
გამოცდილება

წელი კომერციულ ფრენებში

8,000
ტანდემ ფრენა

მგზავრთან ფრენა

12,000
სულ ფრენა

საერთო ფრენების რაოდენობა

5
ლოკაციები

საფრენი ადგილი

ეკიპირება & ინფორმაცია
ენები
ქართული · ინგლისური · გერმანული · იტალიური
სქესი
მამრობითი
კომერციული
2017
ფრთა
Ozone Magnum 4
პილოტის აღკაზმულობა
Supair Walibi 2
მგზავრის აღკაზმულობა
Supair VIP2
სარეზერვო პარაშუტი
Nova Tandem Square

ნოდარ ბეროშვილი – პარაპლანის პილოტი - (ტანდემ) ინსტრუქტორი როგორ დაიწყო ყველაფერი: პირველი ნაბიჯები პარაპლაგლაიდინგში ნოდარ ბეროშვილმა პარაპლანით ფრენის ხელოვნება 2016 წელს აღმოაჩინა. მისი პირველი ნაბიჯები პარაგლაიდინში იწყება ლაშა ჯაფავას გაცნობითა და საქართველოს პარაგლაიდინგის ფედერაციასთან დაკავშირებით დაიწყო. სწორედ ფედერაციის ბაზაზე, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე შეისწავლა ფრენის საფუძვლები. - კვალიფიკაცია და უსაფრთხოების საერთაშორისო კურსები: საბაზისო და საშუალო (Intermediate) საფეხურის კურსების წარმატებით გავლის შემდეგ, ნოდარმა აქცენტი პროფესიულ განვითარებასა და უსაფრთხოების უმაღლეს სტანდარტებზე გააკეთა: 2017–2018 წლები: ის ორჯერ ეტუმრა თურქეთის მსოფლიო დონის საფრენი ლოკაციას – ქალაქი ოლუდენიზს, სადაც ორჯერვე წარმატებით გაიარა უსაფრთხოების სრული და ექსტრემალური კურსი (SIV – Simulation d'Incident en Vol). 2019 წლიდან ნოდარ ბეროშვილი არის ერთ-ერთი მთავარი აქტივისტი, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ,,პარაგლაიდინგის განვითარების და პოპულარიზაციის ასოციაციის - Xcaucasus " ჩამოყალიბებაში 2024 წლის გადამზადება და საერთაშორისო ლიცენზია: ნოდარ ბეროშვილი მუდმივად ზრუნავს კვალიფიკაციის ამაღლებაზე. 2024 წელს მან გაიარა ტანდემ პარაგლაიდინგის სპეციალური გადამზადების კურსი, რომელიც ორგანიზებული იყო საქართველოში პარაგლაიდინგის ფედერაციის მიერ. კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, მას მიენიჭა საქართველოს პარაგაიდინის ფედერაციის ტანდემ პილოტის ლიცენზია. 2026 წელს კი საქართველოს პარაგაიდინგის ფედერაცია FAI-ს (საერთაშორისო საავიაციო ფედერაციის) წევრი გახდა და შესაბამისად ცდილობს საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას საქართველოში. პროფესიული საქმიანობა და კომერციული ფრენები საერთაშორისო გამოცდილებისა და ოფიციალური აღიარების მიღების შემდეგ, ნოდარი აქტიურ საინსტრუქტორო მოღვაწეობას ეწევა. ის ზამთრის და ზაფხულის პერიოდში გუდაურში ტანდემ პარაპლანის ინსტრუქტორად მუშაობს. მას შემდეგ ის აქტიურად და წარმატებით ოპერირებს საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა კომერციულ საფრენ ლოკაციაზე. მისი გეოგრაფია საკმაოდ ვრცელია: გუდაური – ძირითადი და მუდმივი საფრენი ლოკაცია (განსაკუთრებით ზამთრის და ზაფხულის სეზონზე). აჭარა (2020-2021 წლები): აქტიურად მუშაობდა ბათუმის შემოგარენში, კერძოდ, გონიოსა და კვარიათის საზღვაო საფრენ ზონებში. სვანეთი: მესტია და თეთნულდი. აღმოსავლეთ საქართველო: თბილისი, რუსთავი და კახეთის სხვადასხვა ულამაზესი საფრენი ლოკაცია. დღეისათვის ნოდარ ბეროშვილი არის გამოცდილი, საერთაშორისო სტანდარტებით სერტიფიცირებული და მაღალი კვალიფიკაციის მქონე ტანდემ პილოტი, რომელიც მგზავრებს საქართველოს ყველაზე ექსტრემალურ და ულამაზეს წერტილებში სრულად უსაფრთხო და დაუვიწყარ ფრენებს სთავაზობს.

დამატებითი სერვისები1
360° ფოტო-ვიდეო გადაღება
ფოტო/ვიდეო
გუდაური
50₾

360° ფოტო-ვიდეო გადაღება

გადაიღე ფრენა 360 გრადუსით – არ გამოტოვო არცერთი წამი! ჩვენ გთავაზობთ პრემიუმ სერვისს – ვიდეოგადაღებას Insta360 კამერით. ეს არის ინოვაციური ტექნოლოგია, რომელიც ფრენის პროცესს კინემატოგრაფიულ შედევრად აქცევს. რატომ უნდა აირჩიოთ Insta360 ჩვეულებრივი კამერის ნაცვლად? სრული 360° ხედვა: ჩვეულებრივი კამერა იღებს მხოლოდ იმას, რაც მის წინ არის. Insta360 იღებს ყველაფერს თქვენს გარშემო ერთდროულად. „უხილავი“ მონოპოდი: სპეციალური ალგორითმის წყალობით, კამერის დამჭერი კადრში არ ჩანს. იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს გვერდიდან დრონი გიღებთ. Active HDR სტაბილიზაცია: FlowState ტექნოლოგია უზრუნველყოფს იდეალურად გლუვ კადრს ნებისმიერ პირობებში. ფოკუსის შეცვლა: ვიდეოს ნახვისას თქვენ თავად შეგიძლიათ აირჩიოთ, საით გაიხედოთ. რას მიიღებთ თქვენ? მაღალი რეზოლუციის ვიდეოს, რომელიც მზად არის სოციალური ქსელებისთვის. ეს არის საუკეთესო გზა, რომ თქვენი ემოცია ხელახლა განიცადოთ.

შეფასებები
ვერიფიცირებული

შეფასების დატოვება შეუძლიათ მხოლოდ იმ მომხმარებლებს, რომლებმაც წარმატებით განახორციელეს ფრენა

ნოდარ ბეროშვილი

XParagliding

ფრენის დაჯავშნა