Skip to main content
თორნიკე ზაქაიძე
ვერიფიცირებული პილოტი

თორნიკე ზაქაიძე

8წელი6,000ტანდემ
ფრენის დაჯავშნა
პილოტის ინფორმაცია

ძირითადი მონაცემები

8
გამოცდილება

წელი კომერციულ ფრენებში

6,000
ტანდემ ფრენა

მგზავრთან ფრენა

10,000
სულ ფრენა

საერთო ფრენების რაოდენობა

4
ლოკაციები

საფრენი ადგილი

ეკიპირება & ინფორმაცია
ენები
ქართული · ინგლისური · რუსული
სქესი
მამრობითი
კომერციული
2018
ფრთა
Supair Sora2
პილოტის აღკაზმულობა
Supair Independence
მგზავრის აღკაზმულობა
Supair Minimax3
სარეზერვო პარაშუტი
Nova Tandem Square

თორნიკე ზაქაიძემ პარაპლანით ფრენის ხელოვნება 2018 წელს დაიწყო. მისი პირველი ნაბიჯები პარაგლაიდინგში გუდაურში პარაგლაიდინგის განვითარებას უკავშირდება და სწორედ გუდაურში აისხა პირველად ფრთები, როგორც ერთერთმა ადგილობრივმა მოწინავე პილოტმა. კვალიფიკაცია და უსაფრთხოების საერთაშორისო კურსები გუდაურში პროფესიონალ და გამოცდილ კოლუმბიელ ინსტრუქტორებთნ საბაზისო (Basic), საშუალო (Intermediate) და მოწინავე (Advance) საფეხურის კურსების წარმატებით გავლის შემდეგ, თორნიკემ აქცენტი პროფესიულ განვითარებასა და უსაფრთხოების უმაღლეს სტანდარტებზე გააკეთა, რისთვისაც გაიარა უსაფრთხოების სპეციალური კურსი (SIV). 2019 წლიდან თორნიკე ზაქაიძე არის ერთ-ერთი მთავარი აქტივისტი, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა „პარაგლაიდინგის განვითარების და პოპულარიზაციის ასოციაცია – Xcaucasus“-ის ჩამოყალიბებაში. 2024 წლის გადამზადება და საერთაშორისო ლიცენზია თორნიკე ზაქაიძე მუდმივად ზრუნავს კვალიფიკაციის ამაღლებაზე. 2024 წელს მან გაიარა ტანდემ პარაგლაიდინგის სპეციალური გადამზადების კურსი, რომელიც ორგანიზებული იყო საქართველოში პარაგლაიდინგის ფედერაციის მიერ. კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, მას მიენიჭა საქართველოს პარაგაიდინის ფედერაციის ტანდემ პილოტის ლიცენზია. 2026 წელს კი საქართველოს პარაგაიდინგის ფედერაცია FAI-ს (საერთაშორისო საავიაციო ფედერაციის) წევრი გახდა და შესაბამისად ცდილობს საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას საქართველოში პროფესიული საქმიანობა და კომერციული ფრენები საერთაშორისო გამოცდილებისა და ოფიციალური აღიარების მიღების შემდეგ, თორნიკე აქტიურ საინსტრუქტორო მოღვაწეობას ეწევა. ის ფლობს მრავალწლიან გამოცდილებას საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა კომერციულ საფრენ ლოკაციაზე: მისი ძირითადი და მუდმივი საფრენი ლოკაცია გუდაურიაა, როგორც ადგილობრივ მოწინავე პილოტის (განსაკუთრებით ზამთრისა და ზაფხულის სეზონზე). თორნიკეს განხორციელებული აქვს 10 000-ზე მეტი სოლო და 6 000-ზე მეტი ტანდემ ფრენა. 2020-2021 წლებში აქტიურად დაფრინავდა ბათუმის შემოგარენში, კერძოდ, გონიოსა და კვარიათის ზღვისპირა პარაპლანით საფრენ ზონებში, ასევე თბილისში, რუსთავსა თუ კახეთის ულამაზესი საფრენი ლოკაციებზე. დღეისათვის თორნიკე ზაქაიძე არის გამოცდილი, საერთაშორისო სტანდარტებით სერტიფიცირებული და მაღალი კვალიფიკაციის მქონე ტანდემ პილოტი, რომელიც მგზავრებს საქართველოს ყველაზე ექსტრემალურ და ულამაზეს წერტილებში სრულად უსაფრთხო და დაუვიწყარ ფრენებს სთავაზობს.

მედია გალერეა

ვიდეო გალერეა

YouTube ვიდეოები და კადრები

აქტიური ტაბი
YouTube
სულ მედია
3
რეჟიმი
Playlist Focus
დაკვრა
1 / 3
პლეილისტი
შეფასებები
ვერიფიცირებული

შეფასების დატოვება შეუძლიათ მხოლოდ იმ მომხმარებლებს, რომლებმაც წარმატებით განახორციელეს ფრენა

თორნიკე ზაქაიძე

XParagliding

ფრენის დაჯავშნა