Skip to main content
ირაკლი ხვისტანი
ვერიფიცირებული პილოტი

ირაკლი ხვისტანი

6წელი5,000ტანდემ
ფრენის დაჯავშნა
პილოტის ინფორმაცია

ძირითადი მონაცემები

6
გამოცდილება

წელი კომერციულ ფრენებში

5,000
ტანდემ ფრენა

მგზავრთან ფრენა

7,000
სულ ფრენა

საერთო ფრენების რაოდენობა

4
ლოკაციები

საფრენი ადგილი

ეკიპირება & ინფორმაცია
ენები
ქართული · ინგლისური · რუსული
სქესი
მამრობითი
კომერციული
2020
ფრთა
Gin Fuse 4
პილოტის აღკაზმულობა
Gin Fuse 4
მგზავრის აღკაზმულობა
Icaro Pirus
სარეზერვო პარაშუტი
Supair

ირაკლი ხვისტანი – პარაპლანის პილოტი და ტანდემ ინსტრუქტორი დასაწყისი და პროფესიული განვითარება ირაკლი ხვისტანის გზა პარაპლანით ფრენაში 2019 წელს, ლაშა ჯაფავას გაცნობით დაიწყო. სწორედ მისი ხელმძღვანელობით, ირაკლიმ 2019–2020 წლებში გაიარა პარაგლაიდინგის სრული კურსი, მათ შორის საბაზისო (Basic), შუალედური (Intermediate) და მოწინავე (Advance) საფეხურები. ხოლო 2024 წელს ირაკლი ხვისტანმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს პარაგლაიდინგის ფედერაციის ეგიდით ორგანიზებულ ტანდემ პარაგლაიდინგის გადამზადების სპეციალურ კურსში, რითაც კიდევ უფრო აამაღლა თავისი კვალიფიკაცია და აიღო ტანდემ პილოტის ლიცენზია. სამუშაო გამოცდილება და პროექტები ირაკლი ხვისტანის პროფესიული საქმიანობა მრავალფეროვანია: 2020 წლიდან აქტიურად ჩაერთო ტანდემ კომერციულ ფრენებში ლაშა ჯაფავასთან ერთად, კერძოდ, ზამთრის პერიოდში სამთო-სათხილამურო კურორტ თეთნულდზე. ამავდროულად, მონაწილეობდა ევროკავშირისა და USAID-ის მიერ დაფინანსებულ პროექტში, რომელიც სვანეთში ადგილობრივი ახალგაზრდების პარაგლაიდინგში გადამზადებას ისახავდა მიზნად. 2022–2023 წლებში ზაფხულის სეზონზე აქტიურად ახორციელებდა კომერციულ ტანდემ ფრენებს გონიოსა და კვარიათის საზღვაო ზონებში. 2023 წლიდან თანამშრომლობს „ტატრას კომპანიასთან“, რომლის სახელითაც ოპერირებს გუდაურში და ეწევა კომერციულ ტანდემ ფრენებს. საკუთარი ბიზნესი და აქტივიზმი ირაკლი ხვისტანი არის „პარაგლაიდინგის განვითარების და პოპულარიზაციის ასოციაცია – Xcaucasus“-ის ერთ-ერთი მოწინავე აქტივისტი და 2019 წლიდან აქტიურად არის ჩართული ორგანიზაციის საქმიანობაში. პროფესიული ზრდის პარალელურად, მან დააფუძნა საკუთარი კომპანია „Paragliding Georgia“. მიზნად ისახავს რა ტურისტების მოზიდვას, მან შექმნა პირადი ვებგვერდი და რეგისტრირებულია სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმებზე. დღევანდელი საქმიანობა ირაკლი ხვისტანი დღეს ერთ-ერთი მოწინავე ტანდემ პილოტია, რომელიც პროფესიულ დონეზე უწევს მომსახურებას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მომხმარებლებს. გუდაურისა და სვანეთის გარდა, ის რეგულარულად ახორციელებს კომერციულ ფრენებს თბილისსა და რუსთავშიც

დამატებითი სერვისები1
360° ფოტო-ვიდეო გადაღება
ფოტო/ვიდეო
გუდაური
50₾

360° ფოტო-ვიდეო გადაღება

გადაიღე ფრენა 360 გრადუსით – არ გამოტოვო არცერთი წამი! ჩვენ გთავაზობთ პრემიუმ სერვისს – ვიდეოგადაღებას Insta360 კამერით. ეს არის ინოვაციური ტექნოლოგია, რომელიც ფრენის პროცესს კინემატოგრაფიულ შედევრად აქცევს. რატომ უნდა აირჩიოთ Insta360 ჩვეულებრივი კამერის ნაცვლად? სრული 360° ხედვა: ჩვეულებრივი კამერა იღებს მხოლოდ იმას, რაც მის წინ არის. Insta360 იღებს ყველაფერს თქვენს გარშემო ერთდროულად. „უხილავი“ მონოპოდი: სპეციალური ალგორითმის წყალობით, კამერის დამჭერი კადრში არ ჩანს. იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს გვერდიდან დრონი გიღებთ. Active HDR სტაბილიზაცია: FlowState ტექნოლოგია უზრუნველყოფს იდეალურად გლუვ კადრს ნებისმიერ პირობებში. ფოკუსის შეცვლა: ვიდეოს ნახვისას თქვენ თავად შეგიძლიათ აირჩიოთ, საით გაიხედოთ. რას მიიღებთ თქვენ? მაღალი რეზოლუციის ვიდეოს, რომელიც მზად არის სოციალური ქსელებისთვის. ეს არის საუკეთესო გზა, რომ თქვენი ემოცია ხელახლა განიცადოთ.

შეფასებები
ვერიფიცირებული

შეფასების დატოვება შეუძლიათ მხოლოდ იმ მომხმარებლებს, რომლებმაც წარმატებით განახორციელეს ფრენა

ირაკლი ხვისტანი

Paragliding Georgia

ფრენის დაჯავშნა