P1 — საფრენი თეორიის ტესტი
შეამოწმეთ თქვენი ცოდნა P1 კურსის ყველა თემაზე — აეროდინამიკა, მეტეოროლოგია, უსაფრთხოება, აფრენა/დაფრენა და აღჭურვილობა. 10 კითხვიდან მაქსიმუმ 2 შეცდომა დაიშვება.

P1 – დამწყები (Beginner) ეს არის გაცნობითი ეტაპი. სტუდენტი სწავლობს საფუძვლებს და აკეთებს პირველ ნაბიჯებს. რას მოიცავს: აღჭურვილობის გაცნობა, ფრთის მიწაზე მართვა (Ground handling/Kiting), დაბალი დაქანების ფერდობიდან აფრენა და სწორხაზოვანი ფრენა. მიზანი: პილოტმა გაიგოს, როგორ რეაგირებს ფრთა მართვის სადავეებზე. ამ დროს ფრენები ძალიან მოკლე და დაბალია.
6 მოდული · 25 გაკვეთილი · გაკვეთილების სავარაუდო ხანგრძლივობა: 29 სთ
+1 მოდული
იხილეთ სრული სილაბუსი
01პარაგლაიდერის ფრენის ფიზიკა დამწყებთათვის. გაიგეთ მარტივი ენით და ყოველდღიური მაგალითებით, თუ როგორ ჩერდება ფრთა ჰაერში, რა ძალები მოქმედებს მასზე და რატომ არის სიჩქარე თქვენი მთავარი მეგობარი P1 კურსზე.
02ამინდზე დაკვირვება პარაგლაიდინგის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. დამწყებთათვის მარტივი ენით აგიხსნით, თუ როგორ ქმნის მზე "ჰაერის ლიფტებს", რომელი ღრუბლებია ჩვენი მეგობარი და როდის ჯობს მიწაზე დარჩენა.
03პარაგლაიდინგში ჩაფხუტი ყველაზე მნიშვნელოვანი დამცავი აღჭურვილობაა. ბევრი დამწყები შეცდომით ფიქრობს, რომ მოტოციკლის ან თხილამურის ჩაფხუტი საკმარისია, თუმცა ფრენისთვის განკუთვნილ ჩაფხუტს სპეციფიკური მახასიათებლები აქვს.
04პარაგლაიდინგში სავარძელი (Harness) პილოტისთვის არა მხოლოდ დასაჯდომი ადგილი, არამედ ძირითადი მართვისა და დაცვის სისტემაა. მისი აგებულება და ტიპი პირდაპირ გავლენას ახდენს ფრენის კომფორტსა და უსაფრთხოებაზე.
05პარაგლაიდინგის სწავლების საერთაშორისო სტანდარტები უზრუნველყოფს, რომ პილოტმა მიიღოს ერთგვაროვანი, ხარისხიანი და უსაფრთხო განათლება მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. ჩვენს პლატფორმაზე მოცემულია ამ სტანდარტების ზოგადი მიმოხილვა, რომელიც დაყოფილია რამოდენიმე ძირითად ასპექტებად. ჩვენი თეორიული კურსი და პრაქტიკული მეცადინეობა დაყრდნობილია სწორად ამ საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით
06საფრენი ადგილის რელიეფისა და მოედნების ანალიზი პარაგლაიდინგში უსაფრთხოების ფუნდამენტია. პილოტმა უნდა შეძლოს გარემოს "წაკითხვა", რათა განსაზღვროს ჰაერის ნაკადების მოძრაობა და პოტენციური საფრთხეები.
07პარაპლანის სტროფები (Lines) წარმოადგენს ძალოვან კარკასს, რომელიც აკავშირებს გუმბათს პილოტის სავარძელთან. მათი სწორი შერჩევა და მოვლა გადამწყვეტია ფრთის აეროდინამიკური ფორმის შენარჩუნებისა და უსაფრთხოებისთვის.
08პატარა მთის ქედზე პრაქტიკული მეცადინეობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია, რადგან აქ ხდება მიწაზე ნასწავლი უნარების რეალურ სიმაღლეზე გადატანა. დაბალი ქედი იძლევა საშუალებას, მრავალჯერადად გაიმეოროთ აფრენისა და დაფრენის ციკლი.
09პარაპლანის სწორად დაკეცვა და შენახვა პირდაპირ კავშირშია თქვენი ფრთის სიცოცხლისუნარიანობასთან. არასწორმა დაკეცვამ შეიძლება დააზიანოს ნეილონის ჩანართები (Rigid foils/Mylar), რომლებიც ფრთის წინა კიდეს ფორმას აძლევს
10პარაგლაიდინგში რადიოსადგური (რაცია) არ არის უბრალოდ საკომუნიკაციო საშუალება — ის აქტიური უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილია. მისი სწორი გამოყენება ხშირად გადამწყვეტია ინციდენტების პრევენციისთვის, განსაკუთრებით სწავლების პროცესში და ჯგუფური ფრენებისას.
11სოლო პარაპლანის გუმბათი (Canopy) სისტემის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. მისი შერჩევა ხდება პილოტის კვალიფიკაციის შესაბამისად, რაც განსაზღვრავს ფრენის უსაფრთხოებასა და დინამიკას. სრულ აღწეერაში მოცემულია გუმბათების კლასიფიკაცია და მათი განლაგების (დაკეცვის) მეთოდების მიმოხილვა:
12პარგლაინგის განვითარების ისტორიული ისტორიული ექსკურსი საინტერესო გზაა, რომელიც კოსმოსური ტექნოლოგიებიდან დაიწყო და თანამედროვე ექსტრემალურ სპორტამდე მოვიდა და სათავგადასავლო პროფესიულ საქმიანობადაც იქცა.
13ფრთა, ჰარნესი, სარეზერვო, ჩაფხუტი, ინსტრუმენტები — სრული მიმოხილვა და მოვლის რჩევები.
14წინასაფრენო შემოწმება, სარეზერვო პარაშუტი, საგანგებო პროცედურები და რისკების მართვა პარაგლაიდინგში.
15აფრენისწინა შემოწმება (Pre-flight Check) პარაგლაიდინგში ყველაზე კრიტიკული მომენტია. სტატისტიკურად, ინციდენტების უმეტესობა სწორედ იმ დეტალების გამო ხდება, რომლებიც აფრენამდე არ გადამოწმდა. საერთაშორისო პრაქტიკაში დამკვიდრებულია 5-წერტილოვანი შემოწმების სისტემა, რომელიც პილოტმა ყოველთვის უნდა ჩაატაროს
16პარაგლაიდინგში მიწაზე ვარჯიშს, რომელსაც საერთაშორისო ტერმინით Ground Handling ან Kiting ეწოდება, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. გამოცდილი პილოტები ამბობენ: „კარგი პილოტი მიწაზე იცნობა“. რაც უფრო თავდაჯერებულად მართავთ ფრთას მიწაზე, მით უფრო უსაფრთხო და მშვიდია თქვენი აფრენა და ფრენა.
შეამოწმეთ თქვენი ცოდნა P1 კურსის ყველა თემაზე — აეროდინამიკა, მეტეოროლოგია, უსაფრთხოება, აფრენა/დაფრენა და აღჭურვილობა. 10 კითხვიდან მაქსიმუმ 2 შეცდომა დაიშვება.
არა! P1 კურსი სპეციალურად შექმნილია სრულიად დამწყებთათვის. ჩვენ ყველაფერს ნულიდან გასწავლით — პარაგლაიდერის აგებულებიდან დაწყებული, დამთავრებული დამოუკიდებელი ფრენით. თქვენი საწყისი დონე არაა საფრთხე, ჩვენი ინსტრუქტორები ყველა ტემპს ინდივიდუალურად მორგებენ.
მეცადინეობები ტარდება მხოლოდ უსაფრთხო მეტეოროლოგიურ პირობებში. ქარის სიჩქარე ≤ 20 კმ/სთ, ნალექის გარეშე, ხილვადობა > 3 კმ. ცუდი ამინდის შემთხვევაში ტარდება თეორიული გაკვეთილები ან გადაიტანება სხვა დღეზე. თქვენ არანაირ საფრთხეში არ მოხვდებით — ჩვენი ინსტრუქტორი ყოველდღე აფასებს ამინდის პროგნოზს დილით.
სრული კომპლექტის (პარაგლაიდერი + სარეზერვო + ჩაფხუტი + ჰარნესი) ქირავნობა კურსის პერიოდზე შეადგენს 350 ლარს 7 დღისთვის. ინდივიდუალური ნაწილებიც ქირავდება: პარაგლაიდერი — 200₾, სარეზერვო — 80₾, ჩაფხუტი — 30₾, ჰარნესი — 80₾. რეგისტრაციის დროს მიუთითეთ, რა აღჭურვილობა გჭირდებათ.
პროფესიონალური სწავლებით და სათანადო აღჭურვილობით პარაგლაიდინგი ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო საჰაერო სპორტია. ჩვენი სტატისტიკა: 10,000+ საწვრთნელი ფრენა უინციდენტოდ. ყველა სტუდენტი აღჭურვილია სარეზერვო პარაშუტით, რადიოკავშირით და CE სერტიფიცირებული ჩაფხუტით. სწავლება მხოლოდ EN-A (ყველაზე უსაფრთხო) კლასის პარაგლაიდერებზე ტარდება.
ცუდი ამინდის დღეები ავტომატურად ემატება კურსის მიმდინარეობას — თქვენ არ კარგავთ არც ერთ ფრენის დღეს! ასეთ დროს ჩვენ ვატარებთ: თეორიულ ლექციებს (აეროდინამიკა, მეტეოროლოგია), სიმულატორზე ვარჯიშს, ვიდეოანალიზს წინა ფრენების, და აღჭურვილობის მოვლის პრაქტიკას.
კურსის ფასში შედის: ყველა საწვრთნელი მეცადინეობა, ინსტრუქტორის მომსახურება, რადიოკავშირი და P1 სერტიფიკატი. საცხოვრებელი და კვება არ შედის, თუმცა ჩვენ ვეხმარებით ბიუჯეტური ვარიანტის მოძებნაში გუდაურში (საშ. 60-120₾/ღამეში). ტრანსპორტი საფრენი ადგილიდან ბანაკამდე უფასოა.